ინვენტარიზაციის ჩატარების მიზანი

ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ ისეთი სასაქონლო მატერიალური მარაგების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.

 

ინვენტარიზაციას ექვემდებარება:

  1. ის სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;
  2. ის სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიერ მოღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისთვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;
  3. ის სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობში შესანახად გადაცემული სასაქონლო მატერიალური მარაგები.

გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია განისაზღვრება ზემოთ ჩამოთვლილის შესაბამისად.

ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სასაქონლო მატერიალური მარაგები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.

მართე მარაგები ეფექტურად!