საწყობის მენეჯმენტი და ინვენტარიზაცია
ინვენტერის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი, ისეთი ბიზნესია, რომელიც ძირითადად სასაწყობე საქმიანობას ეწევა.
მათი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სასაქონლო მატერიალური მარაგების, აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად ინვენტარიზაციაა.
ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების კონტროლი:
- პროდუექციის განლაგება;
- პროდუქციის ვადები;
- სივრცეში არსებული ტემპერატურა და ა.შ.
ინვენტერი, ასეთ კომპანიებს ეხმარება, როგორც გენერალური ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ასევე მიმდინარე კონტროლში
რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარზაცია?
ნებისმიერი კატეგორიის ბიზნესისთვის, ჩასატარებელი ინვენტარიზაციის ფორმა, შესაძლოა, სხვადასხვა პრინციპით იყოს შერჩეული.
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა აქტივებს ფლობს ორგანიზაცია, რა მდგომარეობაში იმყოფება ისინი, ნარჩენი მომსახურეობის რა ვადა აქვთ და რა ხარჯების გათვალისწინება არის საჭირო ორგანიზაციის უხარვეზო საქმიანობის გაგრძელებისთვის.
ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვის სანდოობის უზრუნველყოფა და სწორი მენეჯერული აღწერა, მოითხოვს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას.
ძირითადი საშუალებების მომსახურების შინაარსი:
- ობიექტის ინსპექტირება
- ძირითადი საშუალებების დათვლა
- ძირითადი საშუალებების დასტიკერება
- ძირითადი საშუალებების დასურათება
- ფილიალების მიხედვით დაყოფა
- ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგების მიხედვით ფაილის მომზადება
- ჩატარებული ინვენტარიზაციის საბოლოო ფაილის მიხედვით ძირითადი საშუალებების მეჩინგი
- ძირითადი საშუალებების ობიექტების მიხედვით ფაილში განაწილება
- ინვენტარის შესაბამის პიროვნებებზე დაწერა
- ინვენტარიზაციის ბრძანება – შედგენა
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის აქტი – შედგენა
- ინვენტარიზაციის ოქმი – შედგენაც
ინვენტარიზაციის ჩატარების წესი
ოფისის ინვენტარიზაციის ჩატარებამდე, ორგანიზაციის მხრიდან განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
- ინვენტარიზაციის მიზანი
- ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა
- ინვენტარიზაციის ჩატარების სარეკომენდაციო ვადები
- ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესები
- საინვენტარიზაციო კომისიის პასუხისმგებლობა
- საინვენტარიზაციო კომისიის ვალდებულება
- ფაქტობრივი ნაშთების შემოწმების პროცედურები
- ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია
- მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია
- კულტივირებული აქტივების ინვენტარიზაცია
- ფინანსური აქტივების ინვენტარიზაცია
- ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია
- ინვენტარიზაციის შედარების უწყისების შედგენა
- ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობების რეგულირებისა და შედეგების გაფორმების წესი
როგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია
ინვენტარიზაციის ჩატარებამდე უნდა განისაზღვროს მისი ჩატარების მიზანი. როდესაც გაირკვევა, თუ რის გამო ჭირდება ორგანიზაციას ინვენტარიზაციის ჩატარება, ამის შემდეგ იგეგმება ობიექტზე ვიზიტი და ინვენტერის მხრიდან იწყება მოკვლევა. პარალელუად ჩვენ ვითხოვთ ბუღალტერიისგან და ადმინისტრაციისგან შემდეგ ინფორმაციას:
- ძირითადი საშუალებების პროგრამულ ნაშთს;
- ლოკაციების რაოდენობას და მისამართებს;
- ორგანიზაციის მხრიდან ნაშთებზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობას და საკონტაქტოებს;
ამ ინფორმაციების მოწოდების შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ინვენტარიზაციის პროცესს რაც შედგება შემდეგი დეტალებისგან:
- ფაქტობრივი ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
- ფაქტობრივი სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია;
- აქტივების დასტიკერება;
- აქტივების დასურათება;
- აქტივების ლოკაციების მიხედვით დაყოფა;
- IT ტექნიკის შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე გაწერა;
- ჯგუფების და ქვეჯგუფების შედგენა;
- ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთის შედარება;
- ინვენტარიზაციის აქტის შედგენა;
- საბოლოო შედეგების მიხედვით რეპორტის მომზადება.
მომსახურების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
დაგვიკავშრდით ახლავე
საკონსულტაციო კომპანია ინვენტერი, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ბიზნესს სთავაზობს: სანდო, ხარისხიან, კომპეტენტურ და სწრაფ სერვისს, ინვენტარიზაციასა და მარაგების მართვაში.
ჩვენ მიერ შესრულებული ინვენტარიზაციის მომსახურება სრულდება აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით.
ჩვენი გუნდის წევრები დაგეხმარებიან, ბიზნესის საჭიროებისამებრ, ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კონსულტაციის გაწევაში.
კომპანია დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და ინარჩუნებს სამუშაოს შესრულების უმაღლეს ხარისხს. კლიენტებს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას.
ინვენტერის გუნდის შესრულებული პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: პროექტები