საწყობის მენეჯერი აუთსორსზე
კომპანია “ინვენტერი”-ს ერთ-ერთი წამყვანი საქმიანობა საწყობის მენეჯმენტია. სერვისში გათვალისწინებულია სასაწყობე მეურნეობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც სასაწყობე სივრცის ოპტიმალურად ათვისების გადაწყვეტას, ასევე სერვისის აუთსორსზე გატანას, კერძოდ „საწყობის მენეჯერი აუთსორსზე“.
როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც სასაწყობე საქმიანობას ეწევა, საწყობის მენეჯერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ის პასუხისმგებელია:
- სასაწყობე სივრცეში არსებული ნაშთების სისწორეზე;
- სასაწყობე სივრცის მოწესრიგებაზე;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების ოპტიმალურ განლაგებაზე;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების კატეგორიების მიხედვით განთავსებაზე;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების ვადების კონტროლზე;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების მდგომარეობის დადგენაზე;
- საწყობში უკან დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვის სისწორეზე;
- შესყიდვების მიღებასა და მათ ინვოისთან შესაბამისობაზე;
- იმპორტის მიღებასა და მათ ინვოისთან შესაბამისობაზე;
- პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარებაზე.
ინვენტერი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ თანამშრომელს „საწყობის მენეჯერი აუთსორსზე“, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მოგიგვარებთ.
ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ნაშთების დანაკლისის კონტროლი. ინვენტერთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ სასაწყობე სივრცეში არსებული ნაშთების სისწორესა და დანაკლისის ანაზღაურებაზე.
მართე საწყობი ეფექტურად ინვენტერთან ერთად!